Saturday, December 25, 2010

პროექტი





   მე-11 საჯარო სკოლა, ქ. ბათუმი
1)  პროექტის სახელი:
საახალწლო ნაძვის ხე და მივიწყებული ჩიჩილაკი

2)  პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები იკვლევენ საახალწლო ნაძვის ხისა და ქართული ჩიჩილაკის წარმომავლობას

3)  პროექტის აღწერა:
მოსწავლეები იკვლევენ ჩიჩილაკისა და საახალწლო ნაძვის ხის წარმომავლობას, მოიძიებენ თქმულებებსა და ლეგენდებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს. რომელი საუკუნიდან არის საახალწლო ნაძვის ხისა და ჩიჩილაკის ტრადიცია საქართველოში, საიდან შემოვიდა და რა თქმულებებს უკავშირდება. რა იყო თავდაპირველად მისი დანიშნულება და როგორის სახეცვლილება მიიღო დროთა განმავლობაში. მასალას ეძებენ ინტერნეტით, ბიბლიოთეკაში თუ უფროსების გადმოცემით.

4)  მიზანი:
მოსწავლეებს გავახსენოთ მივიწყებული ტრადიციები. ვასწავლოთ ჩვეული ტრადიციების სიღრმისეული ანალიზი.   
5)  მოსწავლეთა ასაკი:
7-9 წელი

6)  ვადები:
დეკემბრის თვე

7)  შესაძლო აქტივობები კლასში:
შეიძლება დაიდგას და მოირთოს საახალწლო ნაძვის ხე და ჩიჩილაკი, ჩატარდეს საახალწლო ზეიმი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ტრადიციების მიხედვით


8)  მოსალოდნელი შედეგები:
სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა მეცნიერულ ჭრილში გაიაზრებს ჩვეული ტრადიციების მნიშვნელობას. საახალწლო ზეიმის მოწყობა შეგროვებული მასალების გამოყენებით.

9)   სამუშაო ენა: ქართული

  10)საგნებთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევისა და კომუნიკაციის - კითხვის, წერისა და გადმოცემის უნარ-ჩვევები. მოსწავლეები ეცნობიან ისტორიულ მასალას, აგროვებენ ინფორმაციას უშუალოდ წყაროსთან მუშაობით, აანალიზებენ გეოგრაფიულ კავშირს, სწავლობენ მოძიებული მასალის გაანალიზებას, დასკვნების გამოტანასა და პარალელების გავლებას, უკავშირებენ ერთმანეთს სხვადასხვა საგნებს - ისტორიას, გეოგრაფიასა და ლიტერატურას, ეთნოგრაფიასა და ფოლკლორს. უვითარდებათ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების კულტურა, სწავლობენ პროექტზე მუშაობას.    

  11) სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს მოპოვებულ მასალას, რის შედეგადაც გაუმდიდრდებათ ცოდნა გეოგრაფიაში, ისტორიასა და ლიტერატურაში, კომუნიკაცია შესაძლებელია ინტერნეტითაც, რაც ხელს შეუწყობს ინტერნეტის მოხმარების ცოდნის გაღრმავებას.

M12)მუსიკა: საახალწლო თემაზე შექმნილი მუსიკალური  ნაწარმოებები, ხალხური სიმღერები ჩიჩილაკზე.

13)პროექტის ფასილიტატორის სახელი: გულიკო მჟავანაძე

14)პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: gulikomjavanadze@gmail.com

15) პროექტის ვებ-გვერდი: gearn.blogspot.com